ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს
07-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
სკოლის მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა წიგნიდან ამონარიდები წაიკითხეს. გარდა ამისა, მათ პედაგოგებთან ერთად, ზოგადად, წიგნის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ზედა განთიადის სკოლის მოსწავლეების წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან, რაც მათ წარმატებაზეც აისახება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მთლიანად მოსწავლეთა განვითარებაზეა ორიენტირებული და ყველაფერი კეთდება მათი ცოდნის გასაღრმავებლად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს