თბილისის N89 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა
07-02-2022

თბილისის N89 საჯარო სკოლაში მე-9 კლასის დამრიგებლის, გიორგი კაციასა და მოსწავლეთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო ერთიანდება. 

ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს ფრაგმენტები საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან, ასევე ილია ჭავჭავაძის - „ერი და ისტორია“ და ვაჟა-ფშაველას - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ და მოაწყვეს დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ.

ღონისძიება წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, პანდემიის პირობებში ყველა რეგულაციის დაცვით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203