წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დიდი ყურადღება ექცევა
07-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. IIა კლასის მოსწავლეებს ფრაზის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ მნიშვნელობა ზედმიწევნით გათავისებული აქვთ.
მეორეკლასელები სპორტის გაკვეთილებს ყოველთვის დიდი ინტერესით ესწრებიან. ბავშვებმა კარგად იციან, რომ სპორტი მათ ჯანმრთელობას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ელისო მეტრეველია.
„სულისა და სხეულის გაჯანსაღებაში, როგორც ვიცით სპორტი და სპორტის გაკვეთილები გვეხმარება. სპორტი, ჯანმრთელობის წინაპირობაა. ვარჯიში აკაჟებს და აწრთობს ორგანიზმს, ავითარებს იმუნიტეტსა და გონებას, გვასწავლის მოთმინებას, გვიყალიბებს ნებისყოფას, გვააქტიურებს, სიმხნევესა და თავდაჯერებულობას გვმატებს. თუ წარმატებული სპორტსმენი ვიქნებით არაერთი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია ადამიანებისათვის, სამშობლოსათვის! მაშ, დავკავდეთ სპორტით, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრები წესით და ვაკეთოთ სიკეთე!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს