„წიგნის როლი მოზარდების ცხოვრებაში“- დაბა მესტიის N2 სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს
07-02-2022
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და უმცროს მეგობრებს რჩევები მისცეს.
მეცხრეკლასელებმა აღნიშნულ აქტივობაში თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგთა ქებაც დაიმსახურეს.
„ერთი საინტერესო გაკვეთილი: „წიგნის როლი მოზარდების ცხოვრებაში“. „სიტყვა საქმიანი! საქმე სიტყვიანი!“ მოსწავლეები იყვნენ კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, რადგან კომპიუტერს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა ყველა მათგანმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა და სასარგებლო რჩევა მისცა უმცროს მეგობრებს წიგნის კითხვის აუცილებლობაზე“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს