სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
07-02-2022
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან და ბიბლიოთეკართან ერთად სხვადასხვა წიგნი წაიკითხეს და მათთან დაკავშირებით იმსჯელეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეები ელექტრონულ წიგნებსაც გაეცნენ.

სალხინოს სკოლის მოსწავლეები წიგნების კითხვის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ამის წყალობით კი მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა ცაავას ხელმძღვანელობით, სატელევიზოო პროექტ „წიგნების თაროში“ წარმატებით იასპარეზეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203