ვაქირის საჯარო სკოლის მეორეკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
07-02-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის ნიჭიერი მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელთან, ნინო ვარდიაშვილთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია კითხვის პროცესი მეტად პოპულარული გახდეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ამ დღის ზეიმი მეტად სახალისო და საინტერესო იყო.

„2 თებერვალი საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა! ადამიანები ერთმანეთს თავიანთ საყვარელ ტექსტებს უკითხავენ. ხმამაღლა წაკითხულის მოსმენა ჯადოსნური პროცესია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ამ დროს აქტიურდება მათი წარმოსახვა, ფანტაზია, ემოციები, აზროვნება და სურვილი, რომ თავადაც წაიკითხონ. ვაქირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები და მათი კლასის ხელმძღვანელი ნინო ვარდიაშვილი შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნას, რომელიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203