„პლასტმასის შექმნა“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-02-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე „პლასტმასის შექმნა“ იმუშავეს. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში პედაგოგ თამარ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შექმნეს სათამაშოები და თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.

პროექტი სამ საგანს ბუნებისმეტყველებას, მათემატიკასა და ხელოვნებას აერთიანებს. 

„პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გამოამჟღავნონ თავიანთი სურვილები და შესაძლებლობები. საშუალება ეძლევათ გაეცნონ მათი საყვარელი სათააშოების შექმნის პროცესს და დამოუკიდებლად დაამზადონ ისინი. პროექტი აერთიანებს სამ საგანს: ბუნებისმეტყველებას, მათემატიკასა და ხელოვნებას. პროექტის ფარგლებში შექმნილი სათამაშოები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის და არ აბინძურებს გარემოს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203