„დღევანდელობაში საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა, როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან“ - კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე
07-02-2022
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- სწავლის სწავლება, სიყვარული, ურთიერთობები, რას ვსწავლობთ, რისთვის ვსწავლობთ.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- რომელსაც აქვს მაღალი დისციპლინა, ყურადღების კონცენტრაცია და შეუძლია გუნდური მუშაობა.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა . . .

- ბავშვებისათვის მოსაწონი, ოჯახური, თავისუფალი და საყვარელი გარემო, სადაც უხარიათ მოსვლა. 

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- ჩემი მოსწავლეები და მასწავლებლები წარმატებებს აღწევენ; მათი გაბრწყინებული თვალები.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის . . .

- მიხარია სკოლაში მოსვლა; რა კარგი მოსწავლეა მაგალითად - ლიზა სასირელი ან ლილიკო ერაძე.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- ურთიერთთანამშრომლობა, როგორც პედაგოგებთან, ასევე მოსწავლეებთან და გამოწვევებთან ჩართულობა.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- მიზანი ყოველთვის მიღწევადია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203