
ყოველი წლის თებერვლის პირველი ოთხშაბათი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა უერთდება USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გამოწვევას და წიგნის ხმამაღლა კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ამ გამოწვევის ფარგლებში პირველი კლასის დამრიგებელმა, ცისანა შერგილაშვილმა შეარჩია პატარების საყვარელი ზღაპარი „ნამცეცა“ და კლასში საჯაროდ კითხვის დღე მოაწყო.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ შერჩეული ზღაპარი და ინტერესით მოისმინეს წაკითხული ამბავი.
იხილეთ ფოტოები: