ბათუმის N20 სკოლის კლუბ „სკრიპტორიუმის“ წევრები მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ
04-02-2022

ბათუმის N20 საჯარო სკოლის კლუბ „სკრიპტორიუმის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონკურსში - „ყველაზე წიგნიერი გუნდი“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს 10 საკონკურსო წიგნი. მოემზადნენ პირველი ტურისთვის, რომელიც 29 იანვარს გაიმართა. „სკრიტორიუმელებს“ შრომა დაუფასდათ, მათ წარმატებულად გაართვეს თავი საკონკურსო შეკითხვებს და საოცნებო შეტყობინებაც მიიღეს: „გილოცავთ მეორე ტურში გადასვლას და წარმატებებს გისურვებთ!“. 

მეორე ტურში გადავიდა გუნდი „დინამიკა“, რომლის წევრები არიან ამბროსი ბერაძე, ნიკა ცეცხლაძე, ნიკოლოზ ბოლქვაძე, ანამარია ხიმშიაშვილი და ლილე ფიჩხაია.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო შემოქმედებითი კლუბი „სკრიპტორიუმი“ ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, 2019-20 სასწავლო წელს შეიქმნა. კლუბში გაწევრიანებულნი არიან მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203