ქვემო არქევნის საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
04-02-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე მუდამ ზრუნავენ.
სკოლის კიდევ ორ მასწავლებელს - ისტორიის პედაგოგს, ზარნურა ალაზოვას და მათემატიკის მასწავლებელს, თელი ხუდიევას სტატუსი აუმაღლდათ, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა სკოლის დირექტორს, აიდა მამედოვას .
სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგებს ამ კარიერულ წინსვლას და კიდევ, მრავალ წარმატებას უსურვებს.