
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ელენე კუკავამ და ილია კუკავამ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: