„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“- ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
04-02-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

ეს დღე სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგიგ ელისო გურგენიძის ხელმძღვანელობით აღნიშნეს. 

მათ წიგნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და ხმამაღლა წაიკითხეს. ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! მასწავლებელმა ელისო გურგენიძემ და ბავშვებმა წაიკითხეს საინტერესო მოთხრობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203