ვაშლევის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის კვირეული გაიმართა
04-02-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის კვირეული მოეწყო. 

კვირეული წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

სხვადასხვა კლასების მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო წიგნებიდან ამონარიდები წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ბავშვებისთვის კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

დირექცია სკოლას საუკეთესო პედაგოგების გუნდთან და მოსწავლეებთან ერთად წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203