კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
04-02-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას მცირე და საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მცირე ზომის ტექსტები წაიკითხეს, სასურველი წიგნები ამოირჩიეს და სახლში წასაკითხად გაიტანეს.

ბავშვებისთვის ამ დღის აღნიშვნა ძალიან საინტერესო და ამავდროულად, სახალისო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, მონაწილეთა რაოდენობა კი, 31 მილიონამდე აღწევს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203