„ვცდილობ სკოლაში შევქმნა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური გარემო“- ლელიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჭუმბურიძე
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჭუმბურიძე პასუხობს.- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ღირებულებები.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .- უნდა იყოს აღჭურვილი, როგორც თეორიული ცოდნით, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია, იყოს მუდმივად ძიებაში, ისწრაფვოდეს ცვლილებებისა და განვითარებისაკენ.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .- ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოზიტიური გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .- ჩემი სკოლის მოსწავლეები აღწევენ წარმატებებს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .- რომ უწყვეტი განვითარება წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .- მეტი ჩართულობა, როგორც სკოლის მიერ ინიცირებულ, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან შემოთავაზებულ კონკურსებსა და პროგრამებში.
- იმედი მაქვს, რომ. . .- სკოლაში მიღებული ცოდნა და ასევე სკოლის აქტიური ჩართულობა სხვადასხვა პროექტსა პროგრამაში მოსწავლეთა განვითარებაზე დადებითად აისახება, ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებას.