ვახანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
04-02-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მათემატიკის მასწავლებელმა, ლია არევაძემ ღონისძიება მოაწყო, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩართო.

„ჩემო მერცხლებო, ჩემო უმცროსო მეგობრებო, V და VIII კლასის მოსწავლეებო, თქვენთან გატარებული ყოველი წუთი ზეიმია და დღესასწაული. მაბედნიერებთ და სტიმულს მმატებთ.

ეს ღონისძიებაც დატვირთული იყო დიდი პოზიტივით. ჩვენც გავხდით წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ნაწილი. ვეზიარეთ ოტია იოსელიანის წიგნის „წერილები დაჩის“ სიბრძნეს და VI,VII და IX კლასის მოსწავლეებიც ჩავრთეთ ამ პროცესში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იკითხეთ წიგნი და მერწმუნეთ, თქვენ შეძლებთ შეცვალოთ სამყარო“,- მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 1 თებერვალს აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203