„ვცდილობ სკოლაში შევქმნა თავისუფალი სასწავლო გარემო“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე
04-02-2022
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- ზრდილობას და საკუთარი თავის პატივისცემას.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- უნდა იყოს ყველანაირად მოწესრიგებული, წარმატებული როგორც სკოლაში ასევე, საზოგადოების გარკვეულ ფენებში.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- თავისუფალი სასწავლო გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- ჩემთან ერთად ზრუნავენ კარგი სასკოლო გარემოს შექმნისათვის, როგორც მასწავლებლები და მოსწავლეები ასევე, მშობელთა გარკვეული ნაწილი.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- წუხილი დაბალი ანაზღაურების გამო.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მასწავლებლების გადამზადება.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- რომ ყველაფერი კარგად იქნება. მშვიდობას ვუსურვებ მთელ მსოფლიოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203