„ვცდილობ სკოლაში შევქმნა, უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარი გარემო“- ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი
04-02-2022
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ტყეშელაშვილი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით არის ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ, რათა მას მიეცეს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- იდეალური მოსწავლე არის რომელიც იღებს მკვიდრ ცოდნას.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- უსაფრთხო და შესაძლებლობებით მდიდარი გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- სკოლაში არის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჯანსაღი გარემო.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- წუხილი პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების შესახებ სწავლა-სწავლების პროცესში.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მოსწავლეთა და მშობელთა მეტი ჩართულობა სასკოლო საქმიანობაში.

- იმედი მაქვს, რომ. . .

-  დასახულ მიზნებს მივაღწევთ და გავუმკლავდებით მიმდინარე გამოწვევებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203