„გვიყვარდეს წიგნი, რადგან ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია“- თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების რჩევა თანატოლებს
04-02-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის IIკლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მათ წაიკითხეს წიგნები და ამის ამსახველი ვიდეორგოლი გადაიღეს. გარდა წიგნის კითხვისა, მოსწავლები ვიდეოში საუბრობენ თუ რაში ეხმარება ადამიანს მიღებული ცოდნა, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების წაკითხვა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდეს. 

მეორეკლასელებმა აქტივობა პედაგოგ ლალი გუგავას ხელმძღვანელობით დაგეგმეს და განახორციელეს. 

მოსწავლეებმა შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება: 

„რაში ეხმარება ადამიანს მიღებული ცოდნა;
როგორ შევაგროვოთ „სიბრძნის მარცვლები“;
რა უპირატესობა აქვს გამრჯე ადამიანს;
რა არის მთავარი საქმის კეთებისას.
მოსწავლეებმა ცალ-ცალკე ბარათზე ჩამოწერეს, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა.
მასწავლებელთან ერთად მოუსმინეს ქართულ ხალხურ ზღაპარს ,,წიქარას.“ იმსჯელეს ზღაპრის ირგვლივ და გამოიტანეს დასკვნები:
„სიკეთე არ იკარგება“; „მეგობარი სანდო, თავდაუზოგავი და უღალატო უნდა იყოს მეგობრისთვის“; „კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს“...
II კლასის მოსწავლეები ურჩევენ თანატოლებს: გვიყვარდეს წიგნი, რადგან ის ჩვენი საუკეთესო მეგობარია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203