„მე, როგორც ერთ-ერთი დირექტორი, არ მივესალმები სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას“ - თემურ მიქელაძე​, მეკეიძეების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
04-02-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, გამართულად, დასწრებით რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.

სკოლის დირექცია ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

სკოლის დირექტორის თემურ მიქელაძის თქმით, მოსწავლეებს ახარებთ, რომ სწავლა დისტანციურად არ უწევთ. სკოლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლას არც თავად მიესალმება. დირექტორი მიიჩნევს, რომ სკოლები ღია უნდა დარჩეს, ამისთვის კი, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. 

„სკოლა გამართულად, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მოსწავლეები გახარებულნი არიან, რომ არ არის ონლაინ სწავლება. იყოს შეზღუდვები, თუმცა, სამწუხაროა, რომ სკოლის გარეთ, კოვიდრეგულაციებს ნაკლებად იცავენ. მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში დაინახავ პირბადეს. მე, როგორც ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, არ მივესალმები სკოლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას“,- აღნიშნავს მეკეიძეების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თემურ მიქელაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203