ხაშურის N2 სკოლის პედაგოგი ქეთევან გოგალაძე გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმაზე ელჩად შეირჩა
04-02-2022
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან გოგალაძე 47 ქვეყნიდან 100 მასწავლებელში, საქართველოდან 2022 წლის T4 ქვეყნის ელჩად შეირჩა.

T4 გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ყველა ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება; ხოლო, ქვეყნის ელჩების მოვალეობაა, გახდნენ საკუთარი ქვეყნის ცვლილებების აგენტები და გლობალურ პლატფორმაზე მიმდინარე მოვლენები გააცნონ სასკოლო საზოგადოებას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ T4 გუნდთან ერთად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

„ვულოცავთ ქეთის ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოთ!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203