ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ქაღალდი დაამზადეს
04-02-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე პროექტი „ქაღალდის შექმნა“ განახორციელეს. 

მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან დოლიძის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„მუშაობისას მოსწავლეები გაეცნენ ქაღალდის შექმნის ისტორიას, გადამუშავების სტრატეგიებს, მის მნიშვნელობასა და სარგებლიანობას, ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ მზადდება ქაღალდი  და ამის საფუძველზე შეძლეს ქაღალდის შექმნა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის კლასიფიკაციის, ანალიზის, კომუნიკაციისა და  შეფასების უნარები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203