ორბელის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები საინტერესო პროექტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
04-02-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მე-6 კლასის ნიჭიერი მოსწავლეები, პედაგოგ მაია კვენეტაძის ხელმძღვანელობით, მეტად საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები პროექტის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„English Book Education - თან ერთად მე და ჩემი სკოლის მეექვსეკლასელები ჩართული ვიყავით საახალწლო გათამაშებაში. გაკვეთილიც მივუძღვენით ნაწარმოებს Christmas Carol-ს; როლებიც მოვირგეთ და კოსტიუმებიც. ყველაფერი გამოგვივიდა.. N44 სკოლა გახდა გამარჯვებული, ერთ-ერთი ჩვენც ვართ.. დამეთანხმებით სასიამოვნოა, როდესაც შენი შრომა ფასდება ...კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც შრომას გიფასებენ.. ხოდა, ჩვენი შრომის შედეგიც სახეზეა. მადლობა ყველას ვისაც ჩემი სიხარული გულწრფელად ახარებს“, - წერს სოციალურ ქსელში მაია კვენეტაძე.

​​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203