ახმეტის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ გედეხაურს izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
03-02-2022
ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ გედეხაურმა izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203