ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე გაბრიელ გაწირიძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
03-02-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლე გაბრიელ გაწირიძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203