არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
03-02-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, მაია ბერიძემ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
სკოლაში ქართული ვიკიპედიის მიერ დაარსებული არლის ვიკი-კლუბის წევრმა მასწავლებელმა, მაია ბერიძემ და მოსწავლეებმა ვიკი-კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელ, მარიკა პიტიურიშვილთან ერთად ადიგენის საჯარო ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მათ ბიბლიოთეკაში მოიძიეს საინტერესო მასალები, რომლითაც ქართულ ვიკიპედიას გაამდიდრებენ.
შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს