„ვცდილობ სკოლაში შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“ - სიონის საჯარო სკოლ​ის დირექტორი ეკა ჩაბაიძე
03-02-2022
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლ​ის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .

- მას ცხოვრებაში გამოადგეს და თითოეულმა მათგანმა მაქსიმალურად შეძლოს ყველა გამოწვევასთან გამკლავება; არ გაუჭირდეს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში კარგად სწავლობდეს. სწავლასთან ერთად კარგი პიროვნული თვისებებითაც უნდა გამოირჩეოდეს, იყოს საუკეთესო მამულიშვილი. ყველა მოსწავლე ინდივიდია და იდეალურია თავისი შესაძლებლობებით.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .

- კეთილგანწყობილი, სასიამოვნო, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, სადაც ისინი ხალისით მოვლენ და ისწავლიან.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .

- ჩემი სკოლის წარმატება, მოსწავლეების მიღწევები, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა - შედეგად მაღალი აკადემიური შედეგები.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .

- მალე დამთავრდეს კოვიდ-პანდემია, რომ კვლავ გავაგრძელოთ აქტიური კლასგარეშე სასკოლო ცხოვრება.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .

- მეტი ყურადღება მიექციოს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- მალე დასრულდება პანდემია, კვლავ უსაფრთხო გარემოში შევძლებთ სასკოლო პროცესის გაგრძელებას, აღარ იქნება შიშის სინდრომი, ისევ ჩავეხუტებით ჩვენს მოსწავლეებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203