ზემო ალვანის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით შეასრულეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლე ეკა
ფილიშვილმა და მეცხრეკლასელმა ლევან
ფილიშვილმა იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო: