ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
03-02-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, ნანი ცივაძესთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
მოსწავლეებმა და პედაგოგმა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებიდან ეპიზოდები წაიკითხეს და გამოთქვეს სურვილი მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად გამართონ.
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
შეგახსენებთ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს