ჭალადიდის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
03-02-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, პედაგოგების - ლალი ბანძელაძისა და მაია ნოდიას ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო სხვადასხვა ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს. მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა. ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 2016 წლიდან აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს