წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასში თემაზე - „მეგობრობა“, კლასის საათი ჩატარდა
03-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-2ა კლასში თემაზე - „მეგობრობა“, კლასის საათი ჩატარდა. მოსწავლეებს მეგზურობა ნატო ქობულაძის კრებულმა - „ანბარელამ“, გაუწია.
„ანბარელა“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ითამაშონ და ისწავლონ კეთებით, რაც მათ მოტივაციას და თვითშეფასების უნარს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ელისო მეტრეველი გახლავთ.
„მე-2ა კლასის მოსწავლეებს ერთმანეთი ძალიან უყვართ; ისინი უკვე მეორე წელია ერთად არიან და ერთ გუნდად ჩამოყალიბება შეძლეს. კლასის ხელმძღვანელთან ერთად დროს მხიარულად ატარებენ. გადაწყვიტეს - „მხიარულ ოჯახთან“ დამეგობრება და დამეგობრდნენ კიდეც, წარმატებები მათ!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს