თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
03-02-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობითა და მშობლების მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ონლაინ ფორმატში აღნიშნეს.
არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში დაიგეგმა. მოსწავლეები ღონისძიებას წიგნის პოპულარიზაციისა და კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით შეუერთდნენ; აღნიშნული აქტივობა ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში მათ აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და საქართველოში 2 თებერვალს, უკვე მეშვიდედ აღინიშნა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს. მასში 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს