„მახარებს, რომ პედაგოგები და მოსწავლეები აღწევენ დასახულ მიზანს“ - ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე
რა არის დღევანდელობაში საჭირო? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ენდი ნემსვერიძე პასუხობს.- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .- ლოგიკური და კრიტიკული აზროვნებაა.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .- არ არსებობს (არსებობენ ზარმაცი და ბეჯით მოსწავლეები).
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .- უსაფრთხო და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი გარემო.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .- პედაგოგები და მოსწავლეები აღწევენ დასახულ მიზანს.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .- თუ როგორ არიან აღფრთოვანებულნი მოსწავლეთა წარმატებით.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .- ყოველდღიური ინფორმაციულობაა.
- იმედი მაქვს, რომ. . .- ყველაფერი კარგად იქნება.