მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით, დათო ტურაშვილს შეხვდნენ
03-02-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლა მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირით სწავლების დისტანციურ ფორმატში იმყოფება ხელი არ შეუშლია ღონისძიებაში ყველა კლასი და მოსწავლე ჩართულიყო. უმცროსი კლასის მოსწავლეებს უფროსკლასელებმა და პედაგოგებმა წიგნები წაუკითხეს; საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი მათ მიერ შერჩეული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წარადგინეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კი უფროსკლასელებისთვის მოეწყო. პედაგოგის, ეკატერინე ქურდაძის ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით მწერალ დათო ტურაშვილთან შედგა შეხვედრა. 

მწერლისა და მოსწავლეების დიალოგი მეტად საინტერესოდ წარიმართა. დათო ტურაშვილმა ადამიანის განვითარებაში წიგნის უპირატეს როლზე, საკუთარ ხედვებსა და ნაწარმოებებზე ისაუბრა. ასევე, მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხა. მოსწავლეებმა მწერალს სკოლის საპატიო სტუმრის სერტიფიკატი გადასცეს და შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის ადმინისტრაცია თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს საინტერესო დღისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203