ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე მუშაობენ
03-02-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.
მე-7 კლასელებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მაია გურჯიძემ მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებს არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ზევით და ქვევით“ მიხედვით გადაღებული ფილმის - „ზღარბი“ ნახვის შემდეგ, კომპლექსურ დავალებად ფილმის სიუჟეტის გაგრძელება დაევალათ.
ბავშვებისთვის აღნიშნული დავალების შესრულება მეტად საინტერესო აღმოჩნდა.