გაიცანით, თხილნარის N2 სკოლის izrune.ge-ს 2022 წლის პირველი „სუპერ კლასი“ და მისი გამორჩეული დამრიგებელი ხათუნა მაკარაძე
02-02-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის IV კლასი 2021-2022 სასწავლო წლის იანვრის „სუპერ კლასია“. მისი გამორჩეული დამრიგებელი კი ხათუნა მაკარაძე გახლავთ. 

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე ​30 იანვრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2022 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასების“ გამორჩეული დამრიგებლები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ „სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს. კლასის მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებასა და ტესტებში ჩართვაზე კი მათზე განსაკუთრებულად მზრუნველი დამრიგებლები ცდილობენ. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203