
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია ფერაძემ, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
მოსწავლეებმა ცნობილი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებიდან პატარ-პატარა ამონარიდები წაიკითხეს.
„ეს იყო ერთგვარი პოეზიის საათი. რომელმაც დიდი ემოციები დატოვა თითოეულ მოსწავლეზე.
1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ეს დღე 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: