
- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ეს არის სტრატეგია როგორ ისწავლოს.
- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- მოსწავლე, რომელიც თვითონ აგებს ცოდნას და მასწავლებელი მისთვის მხოლოდ სკაფოლდინგია ე.ი. ხარაჩო.
- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- პოზიტიური გარემო, რაც გულისხმობს განწყობის ჩამოყალიბებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და თვით მასწავლებლებში თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას.
- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- აკადემიურ ცოდნის მოპოვებაზე ორიენტირებული მოსწავლეები მასწავლებლები, რომლებიც ახდენენ თავიანთი შემოქმედებითი ძალების რეალიზებას გაკვეთილზე და სკოლაში.
- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- სწავლა-სწავლების ხერხებზე და მეთოდებზე მსჯელობები და მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაზიარება.
- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- კონსტრუქტივიზმის დანერგვა საგაკვეთილო პროცესში და კეთილი განწყობის-ფიქრის გარემოს შექმნა საკლასო ოთახში.
- იმედი მაქვს, რომ. . .
- სკოლა აღებულ კურსს, საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, განათლებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალებით აღზრდილი თაობის ჩამოყალიბებას შეძლებს.