ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე არსენ ყიფიანი ესეების კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდა
02-02-2022
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე არსენ ყიფიანი ესეების კონკურსში საუკეთესო ათეულში მოხვდა. 

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო გამოცხადებული და მისი თემა - „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ იყო. 

არსენი ჟიურის რჩეულიც გახდა და 250-ლარიანი წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერითა და სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლა ამაყობს მოსწავლის წარმატებით და ამ მიღწევას ულოცავს.

„წარმატებები ვუსურვოთ არსენს, წინ ახალ-ახალი გამარჯვებებისაკენ“,- წერია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203