ფოთის N12 საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს
02-02-2022
ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი საერთაშორისო პროექტში - Digital Footprint - „ციფრული ნაბიჯები“ მონაწილეობენ. 

პროექტს ფოთის N12 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნანა გალდავა უძღვება. მასში თურქი, რუმინელი და იტალიელი მოსწავლეები და პედაგოგებიც მონაწილეობენ. 

აღნიშნული პროექტის მიზანია ციფრული მედიის გამოყენების კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. 

საერთაშორისო პროექტი დეკემბერში დაიწყო და მარტში დამთავრდება. მასში სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ერთვებიან.

აქტივობის ფარგლებში, მარტში თურქ და ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა იგეგმება, სადაც მოსწავლეები ინტერვიუს ჩამოართმევენ ჟურნალისტებს, რათა მეტი გაიგონ ამ პროფესიის შესახებ.

„პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ციფრული მედიის გამოყენების კუთხით, ხელს უწყობს მოსწავლეთა უნარის განვითარებას გააანალიზონ მედიაინფორმაცია, შეხედონ მედიასაშუალებას სხვა პერსპექტივით, გადაჭრან სოციალურ ქსელთან და სხვადასხვა პლატფორმასთან ურთიერთობით გამოწვეული პრობლემები, გაიუმჯობესონ კომპიუტერული უნარები და გააძლიერონ ინგლისურის სწავლის დონე.

პროექტი დაიწყო დეკემბრის დასაწყისში და დასრულდება მაისის ბოლოს. პროექტი ინტერაქტიულია და გაჯერებულია სხვადასხვა აქტივობებით. ამ პერიოდისთვის გამოვავლინეთ საუკეთესო ლოგოს ავტორი, გავიცანით ერთმანეთი. პარასკევს, 29 იანვარს, დაიგეგმა შეხვედრა ზუმის პლატფორმის გამოყენებით. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მონაწილე მოსწავლეთა გაცნობა და პროექტის შესახებ დისკუსია. მოსწავლეებმა გამოხატეს აზრი პროექტთან დაკავშირებით, ისაუბრეს შემდეგ ნაბიჯებზე. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ჩაწერეს ვიდეო, სადაც ისინი გვევლინებიან ჟურნალისტად და გადმოგვცემენ ამ ქვეყანასა თუ საზღვარგარეთ მიმდინარე ახალ ამბებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეოები:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203