„დღევანდელობაში საჭიროა, შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო“ - კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი
02-02-2022
როგორი უნდა იყოს იდეალური მოსწავლე? რა ახარებს როგორც დირექტორს? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-სთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი პასუხობს.

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . . 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით, არის საკუთარი შესაძლებლობების, საჭიროებების დადგენა და სწავლის სწავლა.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე არის ის, ვინც ცოდნას პრაქტიკაში იყენებს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . . 

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა მეგობრული და თანამშრომლობითი გარემო.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . . 

- როგორც დირექტორს, მახარებს, რომ ჩვენს სკოლაში თავს ყველა კომფორტულად გრძნობს.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . . 

- კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ სწავლა - სწავლება შეუქცევადი პროცესია დ მას მუდმივი განვითარება სჭირდება.

- დღევანდელობაში საჭიროა. . . 

- დღევანდელობაში საჭიროა, შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.

- იმედი მაქვს, რომ. . .

- იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და შევძლებთ ნორმალურ სასწავლო გარემოში დაბრუნებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203