„ლიტერატურული ანტრაქტი“ - დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება 
02-02-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად ეწყობა.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა „ლიტერატურულ ანტრაქტზე“ - ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგისა და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება მხატვრულად წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მეთერთმეტეკლასელებისთვის ლიტერატურულ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203