სათხის საჯარო სკოლის გუნდმა ფეხბურთის ტურნირში II ადგილი დაიკავა
02-02-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა სპორტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და II ადგილი დაიკავა.
ფეხბურთის შეჯიბრი ნინოწმინდის სპორტული სკოლის ორგანიზებით 29 იანვარს გაიმართა. ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადავიდა, სადაც სათხის საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა II ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექტორი, შუშანიკ ანანიკიანი ამაყობს მოსწავლეთა მიღწევებით, ულოცავს და სპორტის პედაგოგს, გევორგ ისოიანს, მონაწილეობის მიღებისა და გაწეული შრომისათვის მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს