„ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად!“ - წყალტუბოს N1 სკოლის მესამეკლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
02-02-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მოწოდებას - „ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად!“ შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა თანატოლებს თავიანთი საყვარელი წიგნები წარუდგინეს, ისაუბრეს მთავარ პერსონაჟებზე და მნიშვნელოვანი ეპიზოდები წაიკითხეს. ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი კი თეა ჭუმბურიძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 1 თებერვალს აღინიშნება და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ; მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონს აღწევს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203