გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ზოიძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელ ტესტში დიპლომი დაიმსახურა
01-02-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე დავით ზოიძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ვერცხლის დიპლომი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203