სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - არინა ნანაიანმა და არსენ სანოსიანმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატება მოიპოვეს
01-02-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა - არინა ნანაიანმა და არსენ სანოსიანმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს. 

მოსწავლეებმა „კინგსის“ ოლიმპიადის პირველ ტურში მაღალი ქულები დაიმსახურეს და ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. ფინალში კი არინამ მეორე ხარისხის დიპლომი და ვერცხლის მედალი, ხოლო არსენმა პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი დაიმსახურა. 

მათი დამრიგებელი კატია ჩახოიანია, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებელი არუსიაკ ისოიანი.

სკოლა ამაყია მოსწავლეთა წარმატებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

„ამასთან, არსენ სანოსიანმა მონაწილეობა მიიღო  KINGS-ის რეგიონალურ ჩემპიონატში და 92 ქულა მიიღო. არსენსა და არინას კუთვნილი ჯილდო საზეიმოდ გადასცეს.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი მოსწავლეები გვყავს. გილოცავთ და უფრო დიდ  წარმატებას გისურვებთ. გახსოვდეთ, განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203