
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, ვასილ დუმბაძემ izrune.ge-ს იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
30 იანვრის შემაჯამებელ ტესტში მონაწილეობა უამრავმა სწავლის მოყვარულმა მოსწავლემ მიიღო. მათ მშობლებს თავისი მონდომებით და წარმატებით გული გაუხარეს.
აღსანიშნავია, რომ აჭარისწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.