ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე ფანჩულიძემ კარდიოქირურგიისა და გულის პათოლოგიების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
01-02-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლილე ფანჩულიძემ კარდიოქირურგიისა და გულის პათოლოგიების შესახებ ისაუბრა. 

მან აღნიშნული საკითხის შესახებ სკოლაში პრეზენტაცია გამართა და გულის პათოლოგიებისა და მათი პრევენციის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„კარდიოქირურგია - გულის პათოლოგიები“ - მე-10 კლასის მოსწავლის ლილე ფანჩულიძის ლექცია... მიტრალური სარქვლის პროლაფსიო, მიოკარდიტიო, ანევრიზმებიო, ინფარქტებიო... პრევენციები მოახდინეთ ადრეული ასაკიდანო, შარში არ გაყოთ თავიო... გადაგვიცივა გული“,- წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203