ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მოსწავლეებს STEM-კლუბს სთავაზობს
01-02-2022

ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესისთვის“ არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანია. სკოლა მოსწავლეებს, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე სთავაზობს რამდენიმე კლუბს, მათ შორის არის STEM.

კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:

  • რაოდენობრივ აზროვნებას;
  • ლეგოებისა და სხვა კონსტრუქციების აწყობას;
  • ანალიზის საფუძველზე სწორ დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • ინჟინერიის საფუძვლებს;
  • ელექტრონიკის საწყისებს;

კლუბის მიზანია პრაქტიკული პროექტებით, კონსტრუქტორებით, თამაშებით სივრცითი და პროგრამული აზროვნების განვითარება. სახალისო ექსპერიმენტების დახმარებით, სიმულაციებით, მოსწავლეებს ასწავლიან:

  • რობოტიკას;
  • მოდელირებას;
  • ინჟინერიას;
  • კრიტიკულ აზროვნებას;
  • ლოგიკურ ანალიზს;
  • ელექტრონიკის საწყისებს.

კლუბის მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები თავად ქმნიან პროდუქტს, მსჯელობენ დეტალებზე და ამუშავებენ კონსტრუქციას. აკავშირებენ მათემატიკის, ქიმიის, ინჟინერიისა და მეცნიერების შესაბამის საკითხებს ერთმანეთთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203